გაცნობებთ, რომ ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის მოსწავლესთან დაკავშირებით მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არის სიცრუე.

ვწუხვართ, რომ მსგავმა ინფორმაციამ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, ხოლო ჩვენ, სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის დირექცია ყოველთვის აქტიურად შევებრძოლებით მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და დავიცავთ ჩვენი მოსწავლეებისა და მათი მშობლების ინტერესებს.
ამის დასტურია ის ღონისძიებები, რომელიც ბოლო ხანებში სკოლამ ამ მიმართულებით განახორციელა.

პატივისცემით,
სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის დირექტორი
ლია სამადაშვილი.