15, 16 და 17 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება საინფორმაციო ტურები.
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია თქვენთვის სასურველ საკითხებზე და ახალ პროექტებზე.
ასევე იხილავთ სხვადასხვა საილუსტრაციო კუთხეებს.
საინფორმაციო ტურის დაწყები დროა – 14:00; 15:00 და 16:00 საათი. მსურველები ტურის დაწყებამდე ათი წუთით ადრე უნდა მიბრძანდეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მინდელის N9).
მსურველებს ალტერნატიულად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლასის დამრიგებლებს საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის.