contest_winner

სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლაში 2016 წლის 11 ოქტომბერს საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.

VII-XII კლასის მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრის წესით ხმა მისცეს მათთვის სასურველ კანდიდატს. შედეგები გახლავთ შემდეგი:

  1. თორნიკე გელაშვილი – 7-ა კლასი
  2. სანდრა ლანჩავა – 7-ბ კლასი
  3. შალვა ქევხიშვილი – 8-ა კლასი
  4. ქეთევან დურგლიშვილი – 8-ბ კლასი
  5. დავით ყუბანეიშვილი – 9-ა კლასი
  6. ნინო გაგნიძე – 9-ბ კლასი
  7. კობა ქირია – 10-ა კლასი
  8. მარიამ ქრისტესიაშვილი – 10-ბ კლასი
  9. ქეთი ბიჩელაშვილი – 11-ბ კლასი
  10. ჯაბა საყევარაშვილი – 12-ა კლასი

13 ოქტომბერს გაიმართა საბაზო და საშუალო საფეხურების შეხვედრა. მათ კენჭი უყარეს საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს და მდივანს. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის სხდომაზე კი აირჩიეს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე და მდივანი. გთავაზობთ შედეგებს:

  • საბაზო საფეხურის მოსწ. თვითმმართველობის თავმდომარე – დავით ყუბანეიშვილი
  • საბაზო საფეხურის მოსწ. თვითმმართველობის მდივანი – ქეთევან დურგლიშვილი
  • მოსწავლეთა თვითმმართველობის მდივანი – მარიამ ქრისტესიაშვილი
  • მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე – კობა ქირია

საშუალო საფეხურის თვითმმართველობის სხდომაზე აგრეთვე განიხილეს დისციპლინარულ კომიტეტში მოსწავლეთა წარმომადგენლობის კანდიდატები. არჩევანი შეჩერდა მე-10 კლასის მოსწავლე გვანცა გირგვლიანსა და მე-11 კლასის მოსწავლე ქეთი ბიჩელაშვილზე, რომლებიც სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგით მე-6 სხდომაზე მოსწავლეთა თვითმმართველობამ წარადგინა.

მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის -კობა ქირიას ინიციატივით უკვე დაიგეგმა თვითმმართველობის პირველი გაერთიანებული შეხვედრა, რომელზეც მათი დებულება დამტკიცდება. ისინი 17 ოქტომბერს, 3 საათზე შეიკრიბებიან. მანამდე კი თვითმმართველობის წევრები აპირებენ მოსწავლეებში მცირე ონლაინ-კვლევის ჩატარებას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა კლუბების შექმნა და აქტივობების დაგეგმვა იქნება შესაძლებელი.

სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას აღნიშნულ წარმატებას და წლის განმავლობაში ნაყოფიერ, შედეგიან საქმიანობას ვუსურვებთ :)