ძვირფასო მოსწავლეებო!

2016 წლის 11 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.

არჩევნებში მონაწილეობას იღებს საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადის ფორმა, რომელსაც დამრიგებელი გადმოგცემთ.

11 ოქტომბერს მოსწავლეები კლასებში აირჩევენ თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

13 ოქტომბერს საბაზო საფეხურის არჩევნებში გამარჯვებულები (1 ბავშვი თითოეული კლასიდან) საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს და მდივანს აირჩევენ, ხოლო 14 ოქტომბერს საშუალო საფეხურის არჩევნებში გამარჯვებულები სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის პოსტზე იყრიან კენჭს.

17 ოქტომბერს თვითმმართველობის გაერთიანებული პირველი სხდომა შედგება, რომელზეც დამტკიცდება მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება.

გაითვალისწინეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი.