dsc_7587

“მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პედაგოგთა საზეიმო მიღება გაიმართა. 100-ზე მეტ წარმატებულ პედაგოგს პროფესიული დღესასწაული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მონაწილე პედაგოგები.”

მათ შორის იყო ჩვენი სკოლის მათემატიკის პედაგოგი  – ქალბატონი ქეთევან ჯანგირაშვილი .

ჩვენთვის, სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციისთვის და, აგრეთვე, სკოლის თითოეული მოსწავლისთვის საამაყოა პედაგოგის ამგვარი მიღწევა და სკოლის სახელით ვულოცავთ ქეთის წარმატებას. ჩვენ მას ვუსურვებთ კარიერული წინსვლის ასეთივე ტემპით გაგრძელებას.

14524331_1664278023902415_7952753361382351333_o14434928_1664277263902491_1141783099880649148_o