სსიპ – ქალაქ თბილისის N127 საჯარო სკოლა ჩართულია პროგრამაში “პროფორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა”.

მე-9 კლასელებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე მეორე გაკვეთილი ჩაუტარდათ. გაკვეთილის თემა იყო “აღქმა, სტერეოტიპები და პროფესია”. მოსწავლეებმა იმსჯელეს პედაგოგის მიერ წარმოდგენილ ორაზროვან ნახატებზე, გაიგეს აღქმის არსი და მიზეზები, რის გამოც ის თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. მოისმინეს ლექცია სტერეოტიპებზე და მათი დაძლევის მეთოდებზე. გაკვეთილის ბოლოს კი იმსჯელეს სტერეოტიპებზე, რომლებიც პროფესიასთანაა დაკავშირებული.

photo-25-11-16-10-34-36

პროგრამის ფარგლებში დეკემბრის თვეში მე-9 და მე-11 კლასელები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდებიან, მე-9 კლასის მოსწავლეები კი ეწვევიან რომელიმე საწარმოს.

პროფორიენტაციის გაკვეთილებზე გამოყენებული მასალა თავსდება ჩვენი სკოლის ვებ-გვერდზე ჩაშენებულ ელექტრონული სწავლების პორტალზე:
პროფორიენტაცია