career-planning-intro

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის საპილოტე პროგრამას ახორციელებს 2013 წლის ნოემბრიდან.
2016-2017 სასწავლო წლიდან პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამა გაფართოვდა და საპილოტე პროგრამაში ჩართული იქნება ქვეყნის მასშტაბით 1600-მდე საჯარო სკოლა.
მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამაში ერთვება თბილისის 127-ე  საჯარო სკოლა.

პროფორიენტაციის პროგრამით გათვალისწინებულია სამი კომპონენტი:
• 8 გაკვეთილი მეცხრე კლასში, 4 გაკვეთილი მეთერთმეტე კლასში, გაკვეთილებს შორის დროითი ინტერვალი არანაკლებ ორი კვირა;
• ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დასაქმების ობიექტებში სემესტრში მინიმუმ 1 (პროგრამაში ჩართული მოსწავლის სურვილის გათვალისწინებით);
• გაფართოებული შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან – პროგრამაში ჩართული თითოეული მოსწავლისთვის სემესტრში მინიმუმ 2 (მოსწავლის სურვილის გათვალისწინებით). 

127-ე საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებს პროფესიული დაგეგმვის პირველი გაკვეთილი 21-22 ოქტომბერს ჩაუტარდებათ.

შეგიძლიათ იხილოთ პირველი სემესტრის გაკვეთილების განრიგი:
დოკუმენტი