” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტრო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სასკოლო კონკურსს – ,,წარსულით შექმნილი მომავალი” აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ I-XII კლასის მოსწავლეებს.

კონკურსი ,,წარსულით შექმნილი მომავალი” ცხადდება სამი მიმართულებით: ნახატების, ესეების და ფოტოკონკურსი.

ესეებისა და ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასელებს, ნახატების კონკურსში  კი მონაწილე უნდა იყოს I-XII კლასის მოსწავლე.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.გარდა ამისა, ნახატების კონკურსში გამოვლენილი 12 საუკეთესო ნახატით დაიბეჭდება 2017 წლის კალენდარი.

სკოლებიდან გამარჯვებული ნაშრომების რესურსცენტრებში გაგზავნა არაუგვიანეს 5 მაისისა. 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ აქ. 

წყარო: http://edu.aris.ge/news/i-xii-klasis-moswavleebistvis-ganatlebis-saministro-saskolo-konkurss-acxadebs.html