აპრილის თვეში კათედრამ ჩაატარა ძალიან საინტერესო კვირეული დედაენის დღესთან, 14 აპრილთან, დაკავშირებით. კვირეულში ჩართული იყო მთელი სკოლა . დაწყებითი კლასების კვირეული გაგრძელდა საბაზო და საშუალო საფეხურის მსოწავლეების კვირეულით. პირველივე დღეს IX ა კლასის მოსწავლეებმა სკოლის მთავარ დარბაზში კედელზე გააკრეს თავიანთი ნამუშევრები- კედლის გაზეთები , რომლებიც დედაენის თემას ეხებოდა , ასევე ინფორმაციები 14 აპრილთან დაკავშირებით და მწერლების გამონათქვამები დედაენასთან დაკავშირებით. ისინი თანატოლებს უზიარებდნენ თავიანთ ნაშრომებს და იყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ზეიმი. ეს გამოფენა მთელი კვირის განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახლდათ.[კლ.დამრიგებელი-თ.მარგიანი]

kedlis gazeti

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. პირველ დღეს (ორშაბათი) ჩატარდა კონფერენცია X_XI კლასის მოსწავლეებთან. ექვსმა მოსწავლემ დაამუშავა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საკონფერენციო თემა.

PicMonkey Collage

1. „დედაენის შემოქმედი“ – თამარ ჯულაყიძე მე-11 კლასი

2. „ქართული ენის ისტორია“- მარიამ მაღრაძე მე-11 კლასი
3. „ი. გოგებაშვილის მოღვაწეობა“- ელენე მენთეშაშვილი მე-11 კლასი
4. „ქართული ანბანი“ – მარიამ შუბითიძე მე-11 კლასი
5. „შეგიძლიათ, დაკარგოთ ენა…“ – გვანცა გოგიაშვილი მე-11 კლასი

6. „მიწას ფეხს არ აკარებდა გურჯი“ – ნელიკო ჯინჭარაძე მე10- ა კლასი.
კონფერენციის ხელმძღვანელი- ლ. ქარსელაძე

 

 

 

 

 

 

 

2. მეორე დღე (სამშაბათი)- ჩატარდა კონკურსი VIII-XI კლასის მოსწავლეებთან „მე ვწერ თავისუფალ თემას“. საკმაოდ ბევრმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მათგან გამოვლინდა ექვსი საუკეთესო ნაშრომი.

tavisufali tema

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. ა) მესამე დღე (ოთხშაბათი)- მეათე კლასის მოსწავლეებთან ქალბატონმა ლეილა ქარსელაძემ ჩაატარა სახალისო გაკვეთილი „ჩვენ და ვეფხისტყაოსანი“. გაკვეთილი მართლაც სახალისო , მხიარული , აქტიური და საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეებმა ძალიან ბევრი აფორიზმი იცოდნენ ზეპირად.

 

vefxistyaosani

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბ) იმავე დღეს, V-VII კლასის მოსწავლეებთან თამარ მარგიანმა და ლეილა ქარსელაძემ ჩაატარეს კონკურსი „მე შემიძლია ზღაპრების წერა“. აქაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და ოთხი გამარჯვებული მოსწავლე გავაგზავნეთ კონკურსის მეორე ტურზე მონაწილეობის მისაღებად. ველით წარმატებას!

 

056

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. მეოთხე დღე ( ხუთშაბათი) – ჩატარდა ინტელექტუალური პაექრობა „მოგზაურობა სასიტყვეთში“ , პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ თამარ მარგიანი და მონაწილეობა მიიღეს ლეილა ქარსელაძემა და შორენა შუბითიძემ. მონაწილეობა მიიღო ექვსმა გუნდმა VII-IX კლასებიდან . deda ena

 

 

კონკურსი იყო საკმაოდ დიდი , ძალიან ბევრი ბავშვი იყო ჩართული . მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მხატვრულ კითხვაში, აზროვნებაში , ცოდნისა და სისწრაფის გამოვლენასა და უნარ-ჩვევების წარმოჩინებაში. თითოეულ გუნდს ჰქონდა საშინაო დავალება , უნდა მოემზადებინათ გაზეთი , მოწინააღმდეგე გუნდისათვის კითხვები , ლექსის ზეპირი მხატვრული კითხვა და ერთი გასართობი ნომერი.
კონკურსი იყო ძალძე აქტიური, საინტერესო, გამორჩეული და მოსწავლეებისათვის დაუვიწყარი.

 

 

ena

 

5. მეხუთე დღე (პარასკევი)- კოკურსი დაგვირგვინდა დიდი ღონისძიებით „მამული, ენა , სარწმუნოება“, რომელიც ჩაატარა კათედრის ხელმძღვანელმა თამარ მარგიანმა. ღონიძიებაზე მონაწილეობა მიიღო სიმბოლურად 33-მა მოსწავლემ , VII სხვდასხვა კლასიდან. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ღონისძიების მომზადების პროცესში , მომზადებულ სიტყვას , ემოციურ გამოსვლას მხატვრულად წაკითხული ლექსი ცვლიდა , ლექსს- სიმღერა, სიმღერას კი – ცეკვა და იყო „ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული“. მაყურებელი ემოციას ვერ მალავდა , ხოლო სცენაზე მდგომი გრძნობას.

 

goniszieba

 

აღნიშნულმა ღონისძიებამ ,მიუხედავად სხვადასხვა კლასებისა და ასაკისა, მოსწავლეები ერთმანეთთან ძალიან დააახლოვა . ისინი გამორჩეულად ზრუნავდნენ ერთმანეთზე , აძლევდნენ მითითებებს , უსწორებდნენ გამოთქმებს და საერთოდ ,იყო მეგობრობის ზეიმი. ქართულმა გენმა, მართლაც, რომ იჩინა თავი.