სსიპ ქალაქ თბილისის N 127 საჯარო სკოლის

შინაგანაწესი

თბილისი
2014

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის N 127 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას;
2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად;
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში – დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები;
4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო;
6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
7. შინაგანაწესით განსაზღვრულია:
მუხლი 1. მოქმედების სფერო;
მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი;
მუხლი 3. სამუშაო დრო და პირობები;
მუხლი 4. თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლების, სტუმრების სკოლაში გამოცხადებისა და გადაადგილების წესები;
მუხლი 5. თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი;
მუხლი 6. სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობანი;
მუხლი 7. სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს განკარგულებებისა და გადაწყვეტილებების თანამშრომლებამდე დაყვანის წესი;
მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი;
მუხლი 9. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა;
მუხლი 10. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, სკოლიდან, პარალერულ კლასში გადაყვანის, სტატუსის შეჩერების პირობები;
მუხლი 11. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისა და სკოლის უფლება-მოვალეობანი;
მუხლი 12. მოსწავლეთა უფლება-მოვალეობები;
მუხლი 13. მოსწავლის წახალისება წარმატებისათვის;
მუხლი 14. მოსწავლის დისციპლინური დარღვევები და სახდელები;
მუხლი 15. შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების რეგულირება;
მუხლი 16. სასწავლო პროცესის მონიტორინგი და სკოლის თვითშეფასება;
მუხლი 17. სკოლის შიდა კონტროლის განხორციელებისა და სახელმძღვანელო დუკუმენტების მიღების წესი;
მუხლი 18. შინაგანაწესში ცვლილების შეტანის წესი;
მუხლი 19. შინაგანაწესის დანართი დოკუმენტები.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი:

1. შინაგანაწესის მიზანია:
ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;
ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი.

მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

1. სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაში პედაგოგი/თანამშრომელი ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობები;
2. სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 16.07.2014 N—– ბრძანების შესაბამისად;
3. ბრძანებით სკოლაში დადგენილია კვირაში 5 დღიანი სასწავლო პროცესი;
4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:
ა) თუ სკოლას აქვს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე;
ბ) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები;
გ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ;
5. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენებისა და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს; (12.09.2013)
6. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისათვის – ანაზღაურების გარეშე;
ბ) დასაქმებულს, ზედმეტად ნამუშევარი თითოეული საათი აუნაზღაურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომიუს ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე„ #576 ბრძანების შესაბამისად. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ ხელფასის გაცემასთან ერთად. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასისი საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით;
გ) მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
7. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით. სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით;
8. დასაქმებულს შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
9. დასაქმებული, შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით, სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით;
10. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს;
11. ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით;
12. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება ან გადატანა მომდევნო წელს;
13. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
14. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით;
15. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით;
16. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;
17. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით;
18. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე;
19. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე;
20. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში;
21. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
22. პედაგოგის პროფესიული განვითარების მიზნით დახარჯული დრო ითვლება სამუშაო დროდ;
23. სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
კ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ლ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშილ
24. თანამშრომელს უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა საკუთარი სურვილით, მაგრამ ამის შესახებ არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა გააფრთხილოს დირექტორი. გაფრთხილების აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა, ხოლო სკოლის დირექცია ვალდებულია მისცეს მას შრომის წიგნაკი(ასეთის ქონის შემთხვევაში) და აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად;
25. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად;
26. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
27. დაუშვებელია დათხოვნა, შვებულების ან დროებით შრომის უუნარობის დროს;
28. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.), როდესაც სკოლამ შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა, სასწავლო დროის შემცირების მიზნით. გაკვეთილებისა და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის სასწავლო გეგმით;
29. skolaSi saswavlo procesi iwyeba 900 saaTze. gakveTilebis xangrZlivoba aris 45 wuTi. GგაკveTilebs Soris Sesvenebebi 05 wuTi. mesame gakveTilis Semdeg aris didi dasveneba,romlis xangrZlivobac aris 15 wuTi (gamonakliss warmoadgens pirveli klasi, maTTvis gakveTilis xangrZlivoba 35 wuTiania, xolo gakveTilebs Soris dasvenebebi – 10 wuTiani).
saswavlo procesi warimarTeba Semdegi dRis reJimiT:
1. gakveTili – 9:00 -9:45. Ddasveneba 5 wuTi.
2. gakveTili – 9:50 -10:35. dasveneba 5 wuTi.
3. gakveTili – 10:40- 11:25. dasveneba 15 wuTi.
4. gakveTili – 11:40- 12:25. dasveneba 5 wuTi.
5. gakveTili – 12:30- 13:15. dasveneba 5 wuTi.
6. gakveTili – 13:20- 14:05. dasveneba 5 wuTi.
7. gakveTili – 14:10- 14:55.

მუხლი 4. თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლების, სტუმრების სკოლაში გამოცხადებისა და გადაადგილების წესები

1. სკოლის დირექტორის მოადგილე, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი სკოლაში ცხადდება გაკვეთილების დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე;
2. კლასის დამრიგებელები სკოლაში ცხადდებიან გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე;
3. პედაგოგი ვალდებულია სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე;
4. saswavlo procesis dros sagnis pedagogebi skolaSi imyofebian gakveTilebis damTavrebamde. klasis damrigebeli 15:00-mde, skolis administraciis warmomadgenlebi 16:00-mde. ardadegebis periodSi skolis yvela pedagogi/TanamSromeli skolaSi imyofeba 14:00-mde.
5. skolis yvela pedagogi valdebulia yovel paraskevs 13 sT-dan 16 sT-mde iyos skolaSi.
6. sagnis maswalebels direqciasTan an klasis xelmZRvanelTan SeTanxmebis gareSe mSoblis gamoZaxebis uflea ar aqvs.
7. direqtori ucxo pirebs, garkveuli gamonaklisis garda იღebs yovel dRe 13:00 dan-15:00-mde. skolaSi mSoblebi mobrZandebian yovel paraskevs 14:00-dan-17:00-mde.
8. სკოლის სხვა თანამშრომლები სკოლაში ცხადდებიან 09.00 საათზე და რჩებიან სამუშაო დღის ბოლომდე; ტექპერსონალი მუშაობს მცოცავი გრაფიკით;
9. მოსწავლე სკოლაში ცხადდება გაკვეთილების დაწყებამდე 5-10 წუთით ადრე, საკლასო ოთახში შედის პირველი ზარის დარიკვიდან მეორე ზარის დარეკვამდე;
10. გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესში უცხო პირები სკოლაში არ დაიშვებიან. დირექციის სტუმრები ვიზიტის მიზეზის დასახელების შემდეგ, დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანხლებით, გადაადგილდებიან სკოლის ტერიტორიაზე;
11. სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებს სკოლაში მოსვლა და გადაადგილება შეუძლია შეზღუდვების გარეშე.

მუხლი 5. თანამშრომელთა მიღების, გადაყვანისა და დათხოვნის წესი

1. სკოლის პედაგოგთა შერჩევა ხორციელდება საკონკურსო წესით;
2. ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონურსის პირობებსა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განსაზღვრავს დირექტორი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
3. განცხადებების გავრცელება სკოლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული საინფორმაციო საშუალებებით(pedagogi.ge);
4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია დროებით, კონკურსის ჩატარებამდე, თანამშრომლის მიღება საკვალიფიკაციო მოთხოვნების საფუძველზე;
5. საკონკურსო წესით შერჩეული მასწავლებელი მიიღება გამოსაცდელი ვადით არა უმეტეს 6 თვისა;
6. სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე. პირადი საქმე შეიცავს: განათლების ცენზის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებულ ასლს, ავტობიოგრაფიას, პირადობის მოწმობის ასლს, დანიშვნის, წახალისების, ადმინისტრაციული სახდელის შესახებ ბრძანებების ასლებს, კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატს, სერტიფიცირების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხელშეკრულებას, ცნობას ნასამართლეობის შესახებ, ცნობას ჯანმრთელობის შესახებ. (მასწავლებლის სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, პირადი საქმე რჩება სკოლაში და ინახება არქივში);
8. სკოლის დირექცია უფლებამოსილია, კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული დაოსტატების მიზნით, შტატგარეშედ მიიღოს მასწავლებლობის მაძიებელი;
9. თანამშრომლის მიღებისას სკოლის დირექცია ვალდებულია:
ა) გააცნოს სკოლის შინაგანაწესი;
ბ) განუმარტოს ფუნქციონალური დატვირთვა;
გ) გააცნოს უსაფრთხოების წესები, ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედების წესი და ევაკუაციის გეგმა;

მუხლი 6. სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა ძირითადი მოვალეობანი

1. სკოლის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და ფუნქციებს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი და წარმოადგენს შინაგანაწესის ნაწილს; (დანართი1)
2. სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები ახორციელებენ სკოლის წესდებით, ხელშეკრულებითა და ფუნქციონალური დატვირთვით განსაზღვრულ მოვალეობებს, იცავენ შინაგანაწესის პირობებს, ასრულებენ დირექტორისა და სკოლის თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს, იცავენ პროფესიული ეთიკის კოდექსს;
3. სკოლის თანამშრომლების ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ. ყოველი კალენდარული თვის ბოლოს, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვამდე; ანაზღაურება გაიცემა თანამშრომელთა პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით; ერთჯერადი სამუშაოების შესყიდვის დროს, თუ ფიზიკურ პირს არა აქვს საბანკო ანგარიში, ანაზღაურება განხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით.

მუხლი 7. სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს განკარგულებებისა და გადაწყვეტილებების თანამშრომლებამდე დაყვანის წესი

1. სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს განკარგულებები და გადაწყვეტილებები თანამშრომლებამდე დაიყვანება თვალსაჩინო ადგილზე განთავსებით, საწარმოო თათბირზე გაცნობით, აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური გაცნობის წესით, რაც ხელმოწერით დასტურდება.

მუხლი 8. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით;
2. გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის მიზეზი;
3. სამსახურში გამოცხადების შემდეგ, თანამშრომელი ვალდებულია აანაზღაუროს გაცდენილი სამუშაო დრო, ადმინისტრაციასთან შეთანხმებული გრაფიკით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს წინასწარი შეთანხმება კონკრეტულ პირთან, მისი შეცვლის თაობაზე);
4. გაცდენილი სამუშაო საათები არ ანაზღაურდება.
5. ადმინისტრაციის წევრებისა და მასწავლებელთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს უზრუნველყოფს სკოლის საქმისმწარმოებელი. ტექნიკური პერსონალის სამუშაო განრიგის შესრულების კონტროლს ახორციელებს მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

მუხლი 9. წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

წახალისების ფორმები
1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;
ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
ე) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;

წახალისების გამოყენების წესი
2. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომლიც ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში;
3. დირექტორის მოადგილე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით;
4. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება
5. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;
6. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;
გ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.
დ) ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება;
ე) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
7. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
ე) სამსახურიდან გათავისუფლება;
8. დისციპლინური სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება:
ა) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში;
ბ) სასკოლო დოკუმენტაციის წარმოების ვადების დარღვევა;
გ) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) მოსწავლის, მშობლის, კოლეგისა და სხვა დასაქმებულთა მიმართ უხეში მიმართვა.
9. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური გამოიყენება:
ა) წერილობითი გაფრთხილების შემდეგ დასაქმებულის მიერ იგივე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;
ბ) სამზე მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის
გ) მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
დ) სკოლისათვის ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
10. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:
ა) მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;
გ) მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
გ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;
დ) სისტემატური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;
ე) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
ზ) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;
11. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება:
ა) სასტიკი საყვეურის ძალაში ყოფნის პერიოდში ისეთი ქმედების ჩადენისათვის რაც იმსახურებას დისციპლინურ სახდელს;
ბ) სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში;
12. დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება:
ა) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
ბ) თუ ერთი წლის მანძილზე გმოყენებულია დისციპლინური სახდელის ყველა ზომა;
გ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის თუ დასაქმებულის ბრალეულობა დადგენილია.
13. ამ თავის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება
14. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
ა) დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებსა და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
ბ) დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი და გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
გ) წინამდებარე შინაგანაწესის თავი.9–ის მე-7 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორს. წინამდებარე შინაგანაწესის თავი.9–ის მე-7 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი დასაქმებულს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ;
დ) დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;
ვ) დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ;
ზ) დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, გადაცდომის ჩადენის გარემოებები;
თ)დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
ი) დისციპლინარული გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დისციპლინურ დევნას წყვეტს სკოლის დირექტორი;
15. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო;
16. ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას;
17. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს;
18. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
19. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
20. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, სამეურვო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით (წარდგინებით);
21. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
22. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
23. დისციპლინური სახდელი გაქარწყლებულად ჩაითვლება, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის ვადაში აღმასრულებელს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი.

მუხლი 10. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, სკოლიდან, პარალელურ კლასში გადაყვანის სტატუსის შეჩერების პირობები

1. ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი;
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე ბავშვის პირველ კლასში რეგისტრაციას ახორციელებს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
3. პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ) დაბადების მოწმობის დედანი და ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ფოტოსურათი 3X4;
ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობისნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭება;
ვ) განვითარების შეფერხების, სენსპორული, ქცევისა და ემოციური დარღვევის მქონე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მიღების შემთხვევაში ჯანმრთელობის ცნობა;
4. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც დაცული უნდა იყოს:
ა) განცხადება დირექტორის სახელზე;
ბ) დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი ზომით 3X4;
დ) მშობელთა/კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინური ქცევის პედაგოგიური დაკვირვების ამსახველი ინფორმაცია;
ვ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭება;
ზ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (სსსმ შემთხვევაში);
5. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის „ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ #193/ნ მრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის პირადი საქმე;
გ) მიმდინარე შეფასება;
დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ე) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
ვ) დაბადების მოწმობის სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
ზ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობისნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭება;
თ) მშობლის პირადობის მოწმობების ასლები;
ე) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა.
6. პირველკლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით;
7. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ–ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
8. სკოლაში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის მიზნით სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ ელექტრონული განაცხადის გამოქვეყნებას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე;
9. სხვა სკოლიდან მოსწავლის მიღება ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში;
10. სკოლის დირექტორი მოსწავლის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე უზრუნველყოფს მოსწავლის დარეგისტრირებას საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე 5 დღის ვადაში;
11. I-IX კლასებში მოსწავლეს სკოლაში მიღებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 30-ს; გამონაკლისი დაიშვება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
12. საშუალო საფეხურზე მოსწავლის მიღება ხორციელდება გასაუბრების, საჭიროების შემთხვევაში ტესტირების საფუძველზე.(ქართული, მათემატიკა, ინგლისური ენა) მოსწავლეს უარი შეიძლება ეთქვას, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 30-ს ან მისი ცოდნა და სასწავლო უნარები არ შეესაბამება მოცემული კლასის სასწავლო პროგრამის სტანდარტით განსაზღვრულ დონეს;
13. სხვა სკოლიდან გადმოსვლის მსურველი, საშუალო საფეხურის მოსწავლის გასაუბრება/ტესტირებას ატარებს დირექტორის მოადგილე და საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელი;
14. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნა პარალელურ კლასში გადასვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება,თუ აღნიშნულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება 30-ს;
15. სკოლა ვალდებულია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში თუ:
ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;
ბ) სკოლაში ჩარიცხული 5 წლის ასაკის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას და მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით ითხოვს სტატუსის შეჩერებას;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი(გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
დ) მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სკოლას;
ე) დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი;
ვ) მოსწავლე არაერთგზის უხეშად არღვევს სკოლის შინაგანაწესს;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შედეგად მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
16. მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაწყვეტილება სტატუსის შეჩერების შესახებ აცნობოს 3 დღის ვადაში. წერილობითი მიმართვის საფუძველზე გადაეცემა მოსწავლის დაბადების მოწმობა სტატუსის შეჩერების პერიოდით (თუ დაბადების მოწმობა ინახებოდა პირად საქმეში);
17. მოსწავლეს სტატუსი აღუდგება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
18. მოსწავლე, რომელსაც აღუდგება მოსწავლის სტატუსი, უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს შესაბამის კლასში, თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა ან ისარგებლოს მობილობით;
19. მოსწავლის კლასიდან კლასში, საფეხურიდან საფეხურზე გადაყვანის, დატოვებისა და სხვა აკადემიური მოსწრების საკითხებს არეგულირებს სკოლის სასწავლო გეგმა;

მუხლი11. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და სკოლის უფლება-მოვალეობანი

1. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას, სკოლა ვალდებულია მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი;

მშობელს/კანონიერწარმომადგენელს უფლება აქვს:
2. აირჩიოს სწავლების ფორმა;
3. მოითხოვოს ხარისხიანი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა;
4. მოითხოვოს განმარტებები შვილის აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინური ქმედებების შესახებ;
5. მოითხოვოს შვილის პარალელურ კლასში ან სხვა სკოლაში გადაყვანა;
6. მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში. აირჩიოს და არჩეულ იყოს სამეურვეო საბჭოში;
7. გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია;
8. გაასაჩივროს სამეურვეო საბჭოში, სასამართლოში მისი და მისი შვილის უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:
9. დაიცვას სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნები;
10. უზრუნველყოს უსასყიდლოდ დროებით ხმარებაში გადაცემულ სახელმძღვანელოების გამოყენებაზე კონტროლი და მისი განზრახ დაზიანების, დაკარგვის შემთხვევაში ჩაანაცვლოს ახლით;
11. უზრუნველყოს შვილის სკოლაში დროული და მომზადებული გამოცხადება;
12. სკოლის დირექციის, დამრიგებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სკოლაში, შეუძლებლობის შემთხვევაში ტელეფონით დაუკავშირდეს;
13. დაესწროს, მონაწილეობა მიიღოს სკოლის/დამრიგებლის მიერ ორგანიზებულ კრებებს, სხვა აქტივობებს;
14. შვილის დისციპლინური დარღვევების შემთხვევაში გაიზიაროს პასუხისმგებლობა, სკოლის ქონების დაზიანება-განადგურების შემთხვევაში აანაზღაუროს თუ დადგინდა რომ მისი შვილის მიერ განზრახ იქნა დაზიანებული ან განადგურებული;
15. შვილის სასწავლო შედეგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიოს სკოლას პარასკევ დღეს;
16. აცნობოს კლასის დამრიგებელს მოსწავლის მიერ სკოლის მოსალოდნელი გაცდენის/დაგვიანების თაობაზე.

მუხლი 12. მოსწავლეთა უფლება-მოვალეობები

1. მოსწავლე ვალდებულია დაიცვას მოსწავლის ქცევის კოდექსით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები და ისწავლოს სკოლის სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო დისციპლინები.

მუხლი 13. მოსწავლის წახალისება წარმატებისათვის

1. სანიმუშო ყოფაქცევის, სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისა და სხვა საქმიანობაში მოპოვებული წარმატებისათვის მოსწავლე ჯილდოვდება:
ა) სიგელით;
ბ) დიპლომით;
გ) ფასიანი საჩუქრით.

მუხლი 14. მოსწავლის დისციპლინური დარღვევები და სახდელები

1. დისციპლინურ დარღვევათა ჩამონათვალი:
• სკოლის, გაკვეთილის არასაპატიო გაცდენა-დაგვიანება;
• გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა/ჩაშლა;
• გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
• მასწავლებლის, მოსწავლის ან სხვა თანამშრომლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;
• პლაგიატიზმი;
• ვანდალიზმი (სკოლის ქონების შეგნებული დაზიანება-განადგურება);
• ძალადობა;
• ქურდობა;
• არასასწავლო დანიშნულების ნივთების სკოლაში მოტანა (მათ შორის ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის);
• ალკოჰოლიანი სასმელის, ნარკოტიკების, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება.
2. შინაგანაწესისა და მოსწავლი კოდექსიი მოთხოვნათა დარღვევისთვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
• სიტყვიერი გაფრთხილება;
• წერილობითი საყვედური;
• საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა;
• სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება(კლასის, დერეფნის, სათავსოების დალაგება და სხვა);
• მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან გარკვეული დროით (5დღემდე დათხოვნის საკითხს წყვეტს სკოლის დირექტორი, 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი);
• გაკვეთილიდან გაძევება;
• მოსწავლის გარიცხვა;
• სპეციალიზირებული პროფილის სკოლაში გადაყვანა;
3. მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
ა) მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მოსწავლეთა თვთმმართველობას, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრას, სკოლის მანდატურს, სკოლის დირექტორს წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
ბ) დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგ მონაცემები: მოსწავლის გვარი, სახელი, კლასი, ასაკი, დისციპლინური გადაცდომის არსი, ფაქტების აღწერა, რითიც დასტურდება დისიცპლინური გადაცდომა, ჩადენის დრო და ადგილი;
გ) დისციპლინური სახდელი გამოიყენება დაუყოვნებლივ, დისციპლინური გადაცდომიდან არუგვიანეს 3 თვისა;
დ) მოსწავლეს შეიძლება შეეფარდოს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი, მიუხედავად მისი რიგითობის, გადაცდომის სიმძიმისა და გარემოებების გათვალისწინებით;
ე) მოსწავლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს;
ვ) დისციპლინური სახდელის შეფარდებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება, ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ოქმი, რომელიც ხელმოწერილია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ;
ზ) წინამდებარე შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის შეფარდება ფორმდება დირექტორის ბრძანებით და ფიქსირდება მოსწავლის პირად საქმეში, გარდა სიტყვიერი გაფრთხილებისა;
თ) დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე მოიხსნას, თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა სანიმუშო ყოფა-ქცევით და გასულია სახდელის დადებიდან 3 თვე მაინც;
ი) ვადაზე ადრე სახდელის მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მოსწავლეთა თვთმმართველობას, სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრას, დისციპლინურ კომიტეტს, სკოლის მანდატურს, სკოლის დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით;
ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე ადრე მოხსნა ფორმდება დირექტორის ბრძანებით და ფიქსირდება მოსწავლის პირად საქმეში;
ზ) თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

მუხლი 15. შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების რეგულირება

1. სიტყვიერი გაფრთხილება.
(გაფრთხილება მოსწავლეს შეიძლება მისცეს სკოლის ნებისმიერმა თანამშრომელმა, რომლის შესახებ უნდა აცნობოს კლასის დამრიგებელს და რომელიც არ აისახება მოსწავლის პირად საქმეში)
2. წერილობითი საყვედურის გამოცხადება, რომელიც გულისხმობს მოსწავლისათვის ბრძანებით საყვედურის გამოცხადებას, შეიძლება შეუფარდოს სკოლის დირექტორმა;
3. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ დამატებითი დავალების შესრულება შეიძლება შეუფარდოს დირექტორმა
მასწავლებელი, დირექტორთან შეთანხმების საფუძველზე, ტოვებს მოსწავლეს არაუმეტეს ორი საათისა და აძლევს დამატებით დავალებას;
4. სკოლისთვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება
სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობის შემთხვევაში, სასარგებლო საქმიანობისათვის მოსწავლეს მეთვალყურეობას უწევს დამრიგებელი; სასარგებლო საქმიანობა შეიძლება იყოს: სკოლის ეზოსა და საკლასო ოთახების დალაგება; სამუშაოს ხანგრძლივობა: დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის – არაუმეტეს 30 წუთისა, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის _ ერთი საათისა, საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის _ არაუმეტეს ორი საათისა; შეფარდების უფლება აქვს დირექტორს;
5. სკოლიდან დათხოვნა 5 დღემდე
სკოლიდან მოკლევადიანი (ერთიდან ხუთ დღემდე) დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია სკოლის დირექტორს, მას შემდეგ, რაც აცნობებს მშობელს/კანონიერწარმომადგენელს მისი შვილის დათხოვნის მიზეზებსა და ხანგრძლივობას;

6. სკოლიდან 5 დღეზე მეტი ვადით დათხოვნა
გადაწყვეტილებას სკოლიდან გრძელვადიანი (ხუთ დღეზე მეტი) დათხოვნის შეფარდების საკითხს წყვეტს დისციპლინური კომიტეტი. აცნობებს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მისი შვილის დათხოვნის მიზეზებსა და ხანგრძლივობას.
გრძელვადიანი დათხოვნის შემთხვევაში, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიეცეს წერილობითი დასკვნა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას:
ა) ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ;
ბ) გასაჩივრების უფლებისა და მექანიზმების შესახებ.
7. გაკვეთილიდან გაძევება
გაკვეთილიდან მოსწავლის დათხოვნის უფლება აქვს პედაგოგს, მორიგე მასწავლებლის მეთვალყურეობის უზრუნველყოფის შემთხვევაში; დაუშვებელია ერთი და იგივე მოსწავლის დათხოვნა გაკვეთილიდან სასწავლო წლის განმავლობაში ორზე მეტჯერ ერთი და იგივე საგნის გაკვეთილიდან. თუ მასწავლებელი მესამედ დაითხოვს მოსწავლეს, მან წერილობით უნდა განმარტოს მიზეზები და მოითხოვოს სხვა დისციპლინური სახდელი;
8. მოსწავლის გარიცხვა;
საშუალო საფეხურის მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დისციპლინური კომიტეტი;
9. სპეციალიზირებული პროფილის სკოლაში გადაყვანა
მოსწავლის განსაკუთრებული ან/და სისტემური ქცევითი პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლის სპეციალიზირებული პროფილის სკოლაში გადაყვანის მოთხოვნით.

მუხლი 16. შეფასების სისტემა

1. სკოლის დირექცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს:
ა) სკოლის თვითშეფასების კრიტერიუმებს;
ბ) გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებს;
გ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს;
შენიშვნა: შეფასების სისტემა უნდა იყოს გაზომვადი და დროში გაწერილი;
2. საგნობრივი კათედრები შეიმუშავებენ:
ა) მოსწავლის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს;
ბ) მოსწავლეზე დაკვირვების გაზომვად მაჩვენებლებს.

muxli 17. skolis usafrTxo saswavlo garemo

1. skola (skolis direqciis xelmZRvanelobiT) თanamSromela,moswavleTa, maTi mSoblebis (kanonieri warmomadgenlebis), maTi gaerTianebebis, saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministros daqemdebarebaSi myofi skolaSi movlenili mandaturebis, samarTaldamcavi organoebis monawileobiT da daxmarebiT qmnis janmrTelobis, sicocxlisa da sakuTrebisaTvis usafrTxo garemos saskolo dros, agreTve skolis an mis mimdebare teritoriaze.
2. skola mandaturebTan koordinirebuli urTierTobiT Tavisi SesaZleblobebis farglebSi Rebulobs yvela gonivrul zomas saskolo dros,agreTveskolis an mis midebare teritoriaze moswavlis, mSoblis da maswavleblis uflebebis da Tavisuflebebis jerovani dacvis,darRvevis Tavidan acilebis an aRkveTis mizniT.im SemTxvevaSi , Tu SeuZlebelia skolis mier saTanado usafrTxoebis miRweva, amis Sesaxeb inforacias awvdis teritoriulad axlo mdebare samarTaldamcav organos.
3. skolas moswavleTa an maswavlebelTa mier janmrTelobis,sicocxlis an saswavlo garemos xelSeslis safrTxis warmoSobis SemTxvevaSi ufleba aqvs dauyovnebliv, ganmartebis gareSe, saskolo dros an skolis teritoriaze aradiskriminaciul safuZvelze SezRudos gareSe pirTa uflebebi da Tavisuflebebi.
4. skolis direqtors damoukideblad (operatiuli reagirebisTvis)an sameurveo/pedagogiuri sabWos winadadebiT SeuZlia droebiT daaddginos saskolo dros an skolis teritoriaze moswavlis,mSoblis da maswvaleblis,agreTve maTi gaerTianebebis uflebebisa da Tavisuflebebis aradiskriminaciuli da neitraluri SezRudvis wesebi Tu arsebobs safuZvliani da gardauvali safrTxe:

a)janmrTelobis,sicocxlis da sakuTrebis usafrTxoebisa;
b)narkotikebis,Tambaqos moxmarebis an ukanono qmedebis waxalisebisa;
g)uxamsobis an ciliswamebis gavrcelebis,eTnikuri an religiuri SuRlis gaRvivebis,
danaSaulisaken an Zaladobisaken waqezebisa;
დ) sasawavlo procesis msvlelobis,skolis saqmianobis an skolis teritoriazე
Tavisufali gadaadgilebis xelis SeSlisa;
ე) mSobelsa da maswavlebels Soris,maswavlebelsa da moswavles Soris,
maswavleblebs Soris. aseve sxva dapirispirebebis,romelsac SeuZlia imoqmedos
saswavlo procesze;

5. moswavlis,mSoblis da maswavleblis, agreTve maTi gaerTianebebis uflebebis da Tavisuflebebis nebismieri SezRudva unda iyos gonivruli,proporciuli, minimaluri da unda ganxorcieldes winamdebareSinaganawesiT dadgenili wesis safuZvelze,romelic gamomdinareobsmoswavleTa qcebis da maswavleblis Tanamdebobrivi instruqciis,sadamrigeblo programis,moswavlis qcevis kodeqsis,maswavleblis profesiuli eTikis normebis kodeqsis sruli dacviT,jerovani da samarTliani proceduriT.

6. saskolo disciplinis ganmtkicebisTvis SinaganawesiT dadgenili wesebis garda skolaSi Seqmnili saerTo mdgomareobidan gamomdinare SeiZleba skolisdireqtoris miermandaturebTan SeTanxmebiT damatebiT SemoRebul iqnes droebiT gamkacrebuli wesebi,romlebic efuZneba moswavlisa da maswavleblis Tavisuflebisa da Rirsebis pativiscemas.
7. moswavlis akademiuri moswrebis Sesaxeb informacia disciplinuri monacemebisagan gancalkevebiT unda inaxebodes.
8. skolas ufleba aqvs mosTxovos moswavles da maswavlebels, gaiaron samedicino Semowmeba daavadebebze,alkoholze,narkotikebze. skola valdebulia uzrunvelyos Sesabamisi Semowmebis gavlis xelmisawvdomoba.
9. skolis direqtorma da sameurveo sabWom mandaturebTan erTad ar unda dauSvan, rom gareSe pirma warmarTos an akontrolos moswavleTa gaerTianeba.
10. savaldebuloa,rom moswavleebma,mSoblebma,maswavleblebma,aseve maT gaerTianebebma winaswar werilobiT Setyobinebis safuZvelze (gancxadebaSi miTiTebuliunda iyos Sekrebis mizezi,vada,programa) mimarTos skolis direqtors skolis teritoriaze kanoniT dadgenili wesiT Sekrebis Sesaxeb.
11. skolis direqtors SeuZlia uari uTxras Sekrebis mowyobaze Tu es aris mimarTuli skolis da pirovnebis Rirsebis da saxelis Selaxvisaken,TanamSromelTa,moswavleTa dapirispirebisaken.
12. skolas ufleba aqvs saWiroebis SemTxvevaSi daeswros moswavleTa,mSobelTa da maswavlebelTa Sekrebas.
13. gareSe pirs ufleba aqvs, daeswros moswvaleTa Sekrebas mხolod maTi miwveviT, direqtoris TanxmobiT, garda saqarTvelos kanonmdeblobiT gaTvaliswinebuli SemTxvevbisa, rac dakavSirebulia skolis teritoriaze usafrTxoebis uzrunvelyofisaTvis.
14. skola garkveuli droiT uflebebisa da Tavisuflebebis SezRudvisas moswavles,mSobels da maswavlebels gonivrul vadaSi ganumartavs SezRudvis safuZvlebs.
15. akrZalulia da dauSvebeli skolis teritoriaze samarTlebrivi urTierTobis monawile romelime mxaris kanonieri uflebisa da Tavisuflebis, kanonieri interesis SezRudva aნ maTi ganxorcielebisaTvis xelis Seშla, agreTve maTTvis kanonmdeblobiT gauTvaliswinebeli rame upiratesobis miniWeba an romelime mxaris mimarT raime diskriminaciuli zomebis miReba.
16. saqmis garemoebaTa identurobis SemTxvevebSi dauSvebelia sxvadasxva piris mimarT gansxvavebuli gadawyvetilebs mireba,garda kanoniT gatvaliswinebuli safuZvlis arsebobisas.
17. skolaSi moswavlis an sxva nebismieri piris mimarT Zaladobis,fizikuri an/da sityvieri Seuraცxyofis SemTxvevaSi skola dauyovnebliv axdens saTanado reagirebas saqarTvelos kanonmdeblobiT dadgenili wesiT.
18. skolis teritoriaze usafrTxoebis uzrunvelsayofad skolis mandaturis da samarTaldamcavi organoebis mier ganxorcielebuli moqmedebebi regulirdeba saqarTvelos kanonmdeblobiT dadgenili wesiT.

მუხლი 18. სკოლის შიდა კონტროლის განხორციელებისა და სახელმძღვანელო დუკუმენტების მიღების წესი

1. სკოლის შიდა კონტროლის სისტემას შეიმუშავებს დირექტორი და ასახავს მის მიერ გამოცემულ თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში;
2. სკოლის შიდა კონტროლის მექანიზმებია:
ა) სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მიმდინარეობისა და საგანმანათლებლო მიზნების შესრულების შესწავლა და შედეგების განხილვა საწარმოო თათბირზე, პედაგოგიური საბჭოსა და კათედრის სხდომებზე; ანგარიშის წარდგენა სამეურვეო საბჭოში;
ბ) სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება-ჩატარება და პედაგოგთა მეთოდებისა და გამოცდილების წარმოჩენა-განზოგადება;
გ) დაკვირვება პედაგოგზე, რაც გამოიხატება გაკვეთილზე დასწრებითა და მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების აღრიცხვით;
დ) ცალკეულ საგნებში მოსწავლეთა მოსწრების პერიოდული მონიტორინგი, რაც გამოიხატება შიდასასკოლო წერის, ტესტირების, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდების, პროექტების მომზადება-პრეზენტაციის, სასკოლო ოლიმპიადებისა და კონფერენციების ორგანიზებითა და მისგან გამომდინარე შედეგების ანალიზით;
ე) მოსწავლეთა და მშობელთა მიზნობრივი გამოკითხვა და ანკეტირება;
ვ) მოწვეული განათლების ექსპერტების დასკვნები.
3. სკოლის მისიის, შინაგანაწესის, სტრატეგიული განვითარების გეგმის, მასწავლებელთა შერჩევის წესის, თვითშეფასების კრიტერიუმების პროექტს შეიმუშავებს მუშა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ადმინისტრაციის, პედაგოგიური საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი, კათედრის ხელმძღვანელები ან საჭიროების შემთხვევაში მუშა ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს სკოლის დირექტორი ბრძანებით. შემუშავებული პროექტი განიხილება მოსწავლეთა, მშობელთა კრებებზე, პედსაბჭოზე, გამოიკვრება საჯაროდ. განხილვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, საჯარო განხილვის დროს გამოთქმულ წინადადებების გათვალისწინებით, დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს; დოკუმენტის გადახედვა დასაშვებია გაწეული მუშაობის შედეგების ანალიზისა და კანონმდებლობით გამოწვეული ცვლილებების საფუძველზე;
4. სკოლის ბიუჯეტს შეიმუშავებს სკოლის დირექტორი და ბუღალტერი და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს;
5. სკოლის სასწავლო %8