სკოლის მისია:
სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური, განმავითარებელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა. რაც უზრუნველყოფს თითოეულის ჩვენგანისთვის წარმატების თანაბარ შანსს.
სკოლის მიზანი:
იყოს ხარისხზე ორიენტირებული, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობილი სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს მისცემს საფუძვლიან ზოგად განათლებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარს, გახდის კონკურენტუნარიანს, აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას, აღზრდის თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად.