10-school-bus

თბილისის 127 საჯარო სკოლა დაარსდა 1963 წელს. დაარსებიდან 14 წლის განმავლობაში სკოლის დირექტორი იყო ბატონი აკაკი სვანიძე, მოადგილე ქალბატონი მარიკა ენუქიძე. მათთან ერთად ახლადდაარსებული სკოლისთვის, მტკიცე საფუძვლის ჩაყრაში, აქტიურად მონაწილეობდა სკოლის პირველი პედკოლექტივი: ნუნუ აბუსერიძე, ნუნუ გაგუა, ქეთევან ხუხაშვილი, მედეა მარქრიანი, ჯანიკო ჭახნაკია, რაისა ჩეჩელაშვილი, ციალა გუშჩიანი-რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი , რომლის სამოდელო გაკვეთილები ხშირად გადაიცემოდა ტელევიზიით.

სხვადასხვა დროს სკოლის დირექტორები იყვნენ:
ომარ გოცირიძე-19771980წწDSC_2022
ჯულიეტა ჩუხრუკიძე – 1980-1983წწ
ნინო ღავთაძე -1983-2005წწ
იზა ზარანდია -2005-2007წწ
ლია სამადაშვილი -2007-2011წწ
ლორიტა ზარქუა -2011-2014წწ
2014 წლის სექტემბრიდან სკოლას კვლავ ქალბატონი ლია სამადაშვილი ხელმძღვანელობს.

სკოლის კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, არიან წარმატებული ექიმები, ბიზნესმენები, პედაგოგები. გვეამაყება, რომ სკოლის პედაგოგებიდან რვა – ნანა რეხვიაშვილი, ნანა კასრაძე, ნინო ხმალაძე, თამარ მარგიანი, მანანა ჯუგაშვილი, მედეა მაჩაიძე, ლალი ქობულაძე,- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია.

KKL

სკოლის კურსდამთვრებულებმა პირნათლად მოიხადეს ვალი სამშობლოს წინაშე, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ: ღვთისო ჯაბანაშვილი, გია თასოშვილი, ზაზა ქავთრაძე, ზურაბ ჯაშიაშვილი.1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული – მანანა მელქაძე.