სადამრიგებლო პროგრამები

აღმზრდელობითი პროგრამა არის სადამრიგებლო პროგრამების ნაწილი და ხორციელდება დამრიგებლის ხელშეწყობით. დამრიგებელი საგანმანათლებლო- აღმზრდელობითი პროცესების მარეგულირებელია.მიმდინარე სასწავლო წელს ძალაში რჩება გასული  სასწავლო წლის სადამრიგებლო პრიორიტეტები.წელს აქცენტი კიდევ ერთხელ გაკეთდა იმ პრინციპებზე, რომელიც გასულ სასწავლო წელს ხარვეზებით შესრულდა.
სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პოლიტიკის დაცვაზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში აკისრიათ დამრიგებლებს. დამრიგებელი სხვა პედაგოგებთან ერთად მუშაობს მიღწევათა გეგმის ჩამოყალიბებაზე. მიღწევათა გეგმა ეხება როგორც ზოგადად ერთი კლასის წარმატებებს, ასევე საკუთრივ კლასში თითოეულ ბავშვსაც. დამრიგებელი კლასში მუშაობს დირექციასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით ,იცავს სასწავლო რეჟიმს, აკეთებს კლასის წარმატების ანალიზს, აწარმოებს სასკოლო დოკუმენტაციას, ეწევა აღმზრდელობით საქმიანობას.აკეთებს კლასის კალენდარს, აწყობს ექსკურსიებს და სხვადასხვა ღონისძიებებს.
რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს.სადამრიგებლო საათის მიზანია,მოსწავლის კრიტიკული , ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად  უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებაზე:
a) პიროვნული და მორალური განვითარება;
b) გარემოს დაცვითი კულტურის განვითარება;
g)ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
d)უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
e) მოქალაქოებრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
v) თვალსაწიერის განვითარება;

ეროვნულ სასწავლო გეგმის მე-6 მუხლის მე-3 “ბ”  ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციიც  და პროპაგანდის გაძლიერების შემდეგი მეთოდით:

a) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
b) წაკითხულის განხილვა-გააზრება;
g) ანალიზის უნარის განვითარებით;
d)მსჯელობის უნარის განვითარებით;
e) პრეზენტაციის უნარის განვიტარებით;
v)შემოქმედებითი უნარის განვითარებით;

X კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.

მიღწევათა გეგმის განხვილვა ხდება ყოველი სემესტრის ბოლოს დირექტორის მოადგილის,კატედრის გამგეების, კოორდინატორების და კლასის დამრიგებლების მონაწილეობით.სკოლის დირექცია დამრიგებლის მიმართ აყენებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მოსწავლეები ასრულებენ სკოლაში ჩაცმისა და ქცევის წესებს;
ბ) მშობელი ჩართულია სასკოლო აქტივობებში და პასუხიმგებლობით, პატივისცემით ეკიდება სკოლის ძირითად პრინციპებს და რეგულაციებს;
გ) კლასი  ორიენტირებულია აკადემიურ წარმატებაზე და სასკოლო დისციპლინის დაცვაზე. მოსწავლეები ჩართულები არიან კლასის მიღწევათა გეგმის შესრულებაში;
დ) ყოველი სემესტრის ბოლოს , დამრიგებელი აკეთებს კლასის აკადემიური და დისციპლინარული მიღწევების ანალიზს, შეიმუშავებს გაუმჯობესების სტრატეგიას;
ე) დამრიგებელი ვალდებულია დირექციაში დროულად წარმოადგინოს კომპეტენტურად შევსებული სასკოლო დოკუმენტაცია;
ვ) დამრიგებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სკოლის დირექციას კლასში წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ.
ზ) დამრიგებელი ვალდებულია მშობლებამდე და/ან კანონიერ წარმომადგენლამდე დაიყვანოს მოსწავლის ყველა დისციპლინარული გადაცდომა და დისციპლინარული სახდელი;