მოსწავლეთა შეფასება

მოსწავლეთა შეფასების  ძირითადი პრინციპები ემყარება არა მხოლოდ ინფორმაციის ფლობას,არამედ ამ ინფორმაციის გამოყენების უნარ-ჩვევას.ამიტომ მოსწავლის აკადემიური ცოდნის სეფასება უნდა მოხდეს ხშირად და მრავალმხრივ.

მე-5 კლასიდან მოყოლებული მოსწავლეები ფასდებიან ათბალიანი სისტემით და გამოიყენება , როგორც განმავითარებელი , ასევე განმსაზღვრელი შეფასების ტიპები. საგანში მოსწავლეთა წარმატების მინიმალურ ბარიერად ჩათვლილია დამრგვალებული 5 ქულა. თუ მოსწავლეს რომელიმე ამ ერთ ან რამდენიმე საგანში, სასწავლო წლის ბოლოს, აქვს 5 ქულაზე ნაკლები იგი აბარებს საგამოცდო კომისიის მიერ ორგანიზებულ გამოცდას. საშემოდგომო გამოცდის ნიშანი არის მისი წლიური შეფასება.

შეზღუდული სესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის მოქმედებს სპეციალური ფორმა, რომელიც რეგულირდება სასკოლო დოკუმენტით ” ინკლუზიური განათლების მართვა”.

სკოლაში მოქმედებს ჟურნალი, რომელიც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და აუცილებელია მისი უშეცდომოდ წარმოება.ჟურნალში ყოველდღიურად უნდა დაფიქსირდეს მოსწავლის გაკვეთილზე დასწრება და შეფასება.ამ პროცესს აწარმოებს საგნის მასწავლებელი.კლასის დამრიგებელი ყოველი დღის ბოლოს ამოწმებს ჟურნალს და აფიქსირებს მოსწავლის მიერ რომელიმე გაკვეთილის გაცდენას.დამრიგებელი პასუხს აგებს მოუწესრიგებელ ჟურნალზე. ჟურნალი ივსება მასში გათვალისწინებული ყველა მონაცემის მიხედვით. ჟურნალში არ იწერება განმავითარებელი შეფასების რეკომენდაციები, მაგრამ აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასება ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. ჟურნალი ყოველი კვირის ბოლოს მოწმდება დირექტორის მოადგილის მიერ.
პედაგოგებმა ხშირად უნდა გამოიყენონ განმავითარებელი შეფასება,პედდამრიგებელი ვალდებულია პედაგოგისგან შეაგროვოს მოსწავლის შეფასება (  განმავითარებელიც და განმსაზღვრელიც) და მიაწოდოს ეს ინფორმაცია მშობელს სემესტრში ერთხელ.
მიმდინარე წელს მოქმედებს შეფასების 3 აუცილებელი კომპონენტი:საშინაო დავალებები,საკლასო დავალებები და შემაჯამებელი დავალებები (საკონტროლო/სასკოლო/გამოცდა და სხვა.)ნიშნის გამოყვანის წესი უნიფირცირებულია საქართველოს ყველა სკოლისთვის…

განმსაზღვრელი შეფასებიდან  ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:

ა) საგნის სემესტრული ნიშანი (საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში.გამოიყვანება საგნის მასწავლებლის მიერ შეფასების კომპონენტების გათვალისწინებით).სემესტრული ნიშნის ამაღლება,სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სემესტრის დამთავრებიდან ორი კვირის ვადაში, სემესტრული გამოცდის ჩაბარებით.
ბ) საგნის წლიური ნიშანი (საგნის სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება გამოითვლება სემესტრული ნიშნის საშუალო არითმეტიკულით).საგნის წლიური ნიშნის ამაღლება ხდება,საგამოცდო კომისიის თავჯდომარის მიერ ორგანიზებული გამოცდების მეშვეობით,სასწავლო წლის დამტავრებიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.
გ) საერთო წლიური ნიშანი (ნიშანი, რომელიც გამოხატავს ყველა საგნის შეფასების ერთობლიობას.გამოითვლება ყველა საგნის შეფასების შეჯამების საშუალო არითმეტიკულით). ამ ნიშნის ამაღლება შეიძლება მხოლოდ უმდაბლესი შეფასების მქონე საგნის/საგნების გადაბარებით.გამოცდის ორგანიზება ხდება საგამოცდო კომისიის თავჯდომარის მიერ ორგანიზებული გამოცდის მეშვეობით.
დ) საგნის საფეხურის ნისანი (საგნის წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება.საგანში საფეხურის ნიშანი გამოიყვანება საგნის წლიური ნიშნების საშუალო არითმეტიკული).თუ რომელიმე საგნში დანიშნულია  საფეხურის დამამთავრებელი გამოცდა, მაშინს საგნის წლიურ ნიშნებს ემატება გამოცდაზე მიღებული შეფასება და საშუალო არითმეტიკული.გამოგვყავს საგნის საფეხურის ნიშანი. მაგალითად, საბაზო საფეხურის ნისანი მატემატიკაში შეიძლება იყოს: მეშვიდე კლასის საგნის წლიური ნისანი +მერვე კლასის წლიური ნიშანი + მეცხრე კლასის საგნის წლიური ნიშანი და გავყოთ 3-ზე; თუ მათემატიკაში საფეხურის გამოცდაა, მაშინ დავამატებთ  გამოცდის ნიშანსაც და გავყობთ 4-ზე.  საფეხურის დამამთავრებელი გამოცდა მოიცავს წინა წლების მასალას.მაგალითად საფეხურის გამოცდა მათემატიკაში მოიცავს   VII, VIII და IX კლასების დავალებათა ნუსხას.
ე) საფეხურის საერთო ნიშანი (ზოგადი განათლების თითოეული საფეხურის საერთო შეფასება)გამოითვლება, როგორც საერთო წლიური ნიშანი ანუ  ვაჯამებთ საფეხურის მანძილზე ნასწავლი თითოეული საგნის წლიურ ნიშნებს და გავყობთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე. საფეხურის საერთო ნიშანი გავლენას ახდენს საფეხურის დამამთავრებელი გამოცდების შედეგი. საფეხურის წარმატებით დასრულების სემდეგ, მოსწავლე სწავლას განაგრძობს შემდეგ საფეხურზე.წარმატებულად ჩაითვლება ის მოსწავლე, რომელსაც საერთო საფეხურის ნიშანი ექნება არანაკლებ  6.0-ისა      ( დამრგვალების სემდეგ). საერთო საფეხურის ნისანი , რომელიც მეტია 6.0-ზე და ნაკლებია 6.0-ზე  მრგვალდება 6.0-მდე. საშუალო საფეხურის საერთო ნისანი,რომელიც იქნება არანაკლებ 6.0-ისა არის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის საფუძველი,თუ მოსწავლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების გარეშე, მაშინ იგი მიიღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. თუ მოსწავლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების სემდეგ  (9.5-9.9 დიაპაზონში), მაშინ იგი მიიღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
საგნის წლიური ნიშანი მრგვალდება.საგნის წლიური ნიშნის დამრგვალებისას დასაშვების მინიმალური გადახრა მოსწავლის პროგრესის და/ან  რეგრესის გათვალისწინებით. საერთო წლიური ნისანი მრგვალდება პრინციპით:0,5-დან 1.4-მდე=1, ხოლო 1,5-დან 2,4-მდე=2 და ა.შ (მეასედების დამრგვალება ხდება იმავე პრინციპით). საერთო საფეხურის ნიშანიც მრგვალდება იმავე პრინციპით, როგორც საერთო წლური ნიშანი.
მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით სემესტრულ და წლიურ შეფასებას ახდენს საგნის მასწავლებელი. გარდა სპეციალური შემთხვევებისა.  მაგალითად, თუ მოსწავლეს საგანში დაუგროვდა არასაპატიო გაცდენების 30% , მაშინ მას ეს წელი ეთვლება აკადემიურად  და ხელმეორედ  უნდა გაიაროს, ან ჩააბაროს ექსტერნის წესით გამოცდები:
a) სკოლაში საგამოცდო კომისიასთან თუ სწავლობს  XI კლასის ჩათვლით;
b) XII კლასის ექსტერნის წესით გამოცდას მოსწავლე აბარებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მოსწავლე გადავა მომდევნო კლასში.

საშემოდგომო გამოცდების ჩატარების წესი და პროცედურა:

საშემოდგომო გამოცდა ჩატარდება სასწავლო წლის დასრულებიდან არა უადრეს ორი კვირისა ან სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
საშემოდგომო  გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს 2 კვირის ვადა მომზადებისთვის. სკოლა ვალდებულია, გაუწიოს კონსულტაციები მოსწავლეს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა არნიშნული ტიპის გამოცდა.
სკოლაში მოქმედი საგამოცდო კომისია გამოცდების ორგანიზაციის დროს ხელმძღვანელობს სპეციალური წესის მიხედვით,რომელიც სეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან და დამტკიცებულია პედსაბჭოს მიერ.