2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო გეგმა

ზოგადი ინფორმაცია

2015-2016 სასწავლო წელს სკოლაში ფუნქციონირებს 21 კლასი. სადაც 15 სექტემბრის მონაცემებით სწავლობს 527 მოსწავლე.
I საფეხურზე – 12 კლასი 276 მოსწავლე;
II საფეხურზე – 6 კლასი 148 მოსწავლე;
III საფეხურზე – 3 კლასი 103 მოსწავლე;
პირველ კლასში ჩაირიცხა 52 მოსწავლე, რომელიც განაწილდა 2 პარალელურ კლასში.

მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლის დირექციამ შრომითი ხელშეკრულება დაუდო 37 მასწავლებელს, მათგან 18 სერთიფიცირებულია. Aაკმაყოფილებენ პედაგოგის პროფესიული სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2015-2016 სასწავლო წელს პირველ კლასებში საადაპტაციო პერიოდი განსაზღვრულია 15 სექტემბრიდან – 26 სექტემბრამდე.

სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და მთავრდება 10 ივნისს.

პირველი სემესტრი გრძელდება 14 სექტემბრიდან – 29 დეკემბრის ჩათვლით. მეორე სემესტრი 15 იანვრიდან – 10 ივნისის ჩათვლით (გათვალისწინებულია ყველა უქმე დღე); მეორე სემესტრი I და XII კლასელებისათვის გრძელდება 15 იანვრიდან 20 მაისის ჩათვლით.

სასწავლო დღეების რაოდენობა – I და XII კლასები:
I სემესტრი – 75 სასწავლო დღე.
II სემესტრი – 83 სასწავლო დღე.
სულ – 158 სასწავლო დდღე.
II – დან XI კლასების ჩათვლით:
I სემესტრი – 75 სასწავლო დღე.
II სემესტრი – 97 სასწავლო დღე.
სულ – 172 სასწავლო დღე.

2015 – 2016 სასწავლო წელს საშობაო არდადეგები განისაზღვრება 30 დეკემბრიდან – 14 იანვრის ჩათვლით, ხოლო სააღდგომო 28 აპრილიდან – 3 მაისის ჩათვლით.

I და XII კლასებისთვის სასწავლო წელი მთავრდება 20 მაისს.
სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში.

დაწყებითი და საბაზო საფეხურის დამამთავრებელი კლასებისთვის (VI და IX) ჩატარდება CAT – ის გამოცდები ივნისის პირველ კვირაში.

VI კლასებს გამოცდა ჩაუტარდებათ: ქართული, მათემატიკა, ინგლისური CAT – ის და ისტორია ზეპირი – სასკოლო .
IX კლასელებს გამოცდა ჩაუტარდებათ: ქართული, მათემატიკა და ინგლისური – CAT – ის .
ისტორიის საგნის პედაგოგები ვალდებულნი არიან საგამოცდო თემატიკა, საგანში 100 საკითხი, დამტკიცებული კათედრაზე, მოსწავლეებს მიაწოდონ 1 მარტამდე.

საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება

მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და სწრაფვა მუდმივი გაუმჯობესებისკენ წარმოადგენს 127-ე საჯარო სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელოვან პირობას. ამ პროცესის ხელშეწყობისთვის სკოლაში ფუნქციონირებას 5 კათედრა:
1. დაწყებითი კლასების კათედრა –ხათუნა გიორგობიანი ;
2. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა – შორენა შუბითიძე;
3. უცხო ენების კათედრა – მაია წამებულიძე;
4. მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო კათედრა – შორენა ტყებუჩავა;
5. საზოგადოებრივ მეცნიერებათა, ესტეტიკისა და სპორტის კათედრა – მადონა გოგლიძე;

2015-2016 სასწავლო წელს, კათედრების საქმიანობა დაეფუძნება წინა წლების პოზიტიურ გამოცდილებას და საქმიანობას გააგძელებენ წინასწარ დადეგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით. კათედრის ხელმძღვანელები შეიმუშავებენ და სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, წარმოადგენენ თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ სამოქმედო გეგმას, სადაც ჩამოყალიბებული სტრატეგია მიმართულ იქნება მოსწავლის აკადემიური ხარისხის ამაღლებისკენ. კათედრების საქმიანობის 2015-16 სასწავლო წლის პრიორიტეტებია:
1. მოსწავლეთა მიღწევების ამაღლება სასკოლო და არასასკოლო კონკურსებსა და ოლიმპიადებზე (განსაკუთრებით ეროვნულ ოლიმპიადაზე). მაგ. მოტივირებული მოსწავლეების ჯგუფების შექმნა და ახალი საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისად დამატებითი მეცადინეობებით უზრუნველყოფა. კათედრებს შეუძლიათ დააწესონ სპეციალური პრიზები, მათ საგანში განსაკუთრებული წარმატებების მქონე მოსწავლეებისთვის.
2. საჭიროა გამოიკვეთოს სასკოლო წერების (პარალელების მიხედვით შემაჯამებელი წერა) მიზანი, გრაფიკი, შეფასების კრიტერიუმები. მაგალითად: სასკოლო წერები და გამოცდები (7-9 კლასებისთვის, წლის ბოლოს) გაიმართება კათედრის ხელმძვანელების ორგანიზებით, ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს. შემუშავდება რეკომენდაციები მასწავლებლისა და მოსწავლეების დასახმარებლად. სასკოლო წერის მიზანი შესაძლოა იყოს მოსწავლის ცოდნის მობილიზება, კლასის საჭიროების დადგენა, სწავლა/სწავლების პროცესის შეფასება, საგნის წლიური ნიშნის გამოყვანა და სხვა; თითოეულ კათედრას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს მისთვის აუცილებელი მიზანი და ამის შესაბამისად აწარმოოს შემაჯამებელი წერები.
3. კათედრის პედაგოგები მუშაობენ პორტფლიოების დახვეწაზე. თანამშრომლობენ სხვა საგნობრივ კათედრებთან და ქმნიან ერთობლივ პროექტებს.
კათედრების სხდომები იმართება ყოველი თვის ბოლოს. თემატიკა უნდა მოიცავდეს
განათლების სისტემაში და/ან უშუალოდ სკოლაში მიმდინარე ინფორმაციას საგანმანათლებლო პროცესებსა და სიახლეებზე, ყოველდღიური საქმიანობის ანალიზს, მეთოდურ და პროფესიულ დახმარებას და სხვა. Aსხდომაზე დაიგეგმება მასწავლებლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობის პოლიტიკა, ჩატარდება სემინარების (მაგ: ბავშვის ასაკობრივი ფსიქოლოგია, სწავლა/სწავლების მეთოდები, ტესტების შედგენის მეთოდები), დაიგეგმება პედაგოგთა გაკვეთილებზე დასწრება და შეფასება, წერილობითი რეკომენდაციების შემუშავება და მისი მონიტორინგი და სხვა.

კათედრის ხელმძღვანელებმა, სასწავლო წლის ბოლო პედ. საბჭოსთვის სამოქმედო გეგმის ანგარიშთან ერთად უნდა წარმოადგინონ სასკოლო წერების შედეგები, არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ანალიზიც და მის საფუძველზე მომავალი სასწავლო წლისთვის საგნის სწავლა/სწავლების სტრატეგია.

2015-2016 სასწავლო წელს, სასწავლო რესურსად, კათედრებზე შეირჩა სახელმძღვანელოები.

სკოლის მასწავლებლები

გასული სასწავლო წლის ანალიზის საფუძველზე, სკოლის დირექცია მასწავლებლებს უყენებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც მთლიანად პასუხობს საქართველოს კანონმდებლობას, სკოლის მისიას და შინაგანაწესს:
1. მასწავლებელი ვალდებულია, შვებულებიდან გამოსვლისთანავე, წარმოადგინოს სასწავლო პროგრამა და სილაბუსები. ტესტურ დავალებათა ნუსხა და იმუშაოს პორტფოლიოს დახვეწაზე.
2. დაიცვას შრომითი დისციპლინა, საგაკვეთილო დრო გამოიყენოს მიზნობრივად. ჩაატაროს შინაარსობრივად დატვირთული და ხარისხიანი გაკვეთილი. იზრუნოს მოსწავლის საგანმანათლებლო ინტერესებისა და საჭიროებების შესრულებაზე.
3. დროულად და ხარისხიანად აწარმოოს სასკოლო დოკუმენტაცია.
4. მასწავლებელს დაინტერესების გამო კატეგორიულად ეკრძალება საკუთარი მოსწავლის მომზადება. იგი ვალდებულია დამატებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეხმაროს თავის მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სტანდარტების მიღწევაში. ამ მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში, მასწავლებელს შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება.
5. გაიზიაროს სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკა, იყოს კოლეგიალური და კონსტუქციული. დაიცვას სკოლის ღირსება.
6. შეისწავლოს და დაიცვას მასწავლებლის კოდექსის მოთხოვნები.

ამ მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი მოხდება მასწავლებელთა შეფასების კომისიისა და სკოლის დირექციის მიერ. მოთხოვნების უგულველყოფის შემთხვევაში დირექცია ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.

აღმზრდელობითი პროგრამები

სკოლის აღმზრდელობითი პროგრამების მიზანია მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. Pპროგრამა მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას:
1. ბავშვის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება. საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეების მასობრივი ჩაბმა სპორტულ, შემოქმედებით და ინტელექტუალურ ღონისძიებებში. მიზნობრივი ექსკურსიები და სხვა.
2. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდირება, სხვადასხვა პროექტის მომზადება, სემინარების მომზადება ანტინარკოტიკულ თემებზე. მოსწავლეთა ჟურნალში სპეციალური სტატიების დაბეჭდვა, დისკუსიების მოწყობა და სხვა.
3. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ზოგადი კულტურის დონის ამაღლება, საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობა, ეროვნული თვითშეგნების გაღვივება, დისკუსიები და შეხვედრები წარმატებულ ადამიანებთან და სხვა.
4. სკოლაში მოქმედებს ინკლუზიური განათლების პროგრამა, პროგრამის ფარგლებში ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვმუშაობთ 11 მოსწავლესთან.
5. სკოლაში არჩევითი საგნებია – ეკონომიკა – X და XII კლასები, 2 სთ. პედაგოგი – ნაალია გულისაშვილი; XI კლასი – სახელმწიფო და სამართალი 2 სთ, პედაგოგი – ლია შარიქაძე;
6. ეროვლი სასწავლო გეგმის მუხლი 13, პუნქტი 3-ის საფუძველზე:

თითოეულ კლასში მუსიკის 2 საათის ნაცვლად მუსიკა ისწავლება 1 საათი. ხოლო 1 საათის გადანაწილება მოხდა შემდეგი ფორმით:
I, II, III კლასებში ისწავლება – მეტყველების კულტურა, 1 საათი, მუსიკის 1 საათის ნაცვლად. პედაგოგი – თამარ დაუშვილი;
IV კლასებში მუსიკის 1 საათი დათმობილი აქვს საგანს: “ერთი ციდა ეკონომიკა”, პედაგოგი – Nნატალია გულისაშვილი;
V,VI,VII,VIII, IX კლასებში მუსიკის 1 საათი დათმობილი აქვს – ” საქართველოს მუსიკის, თეატრისა და კინოს ისტორიას” – პედაგოგი – თამარ დაუშვილი;
საბაზო და საშუალო საფეხურზე, მოსწავლეებს ვთავაზობთ ფაკულტატური საგნის სახით რელიგიების ისტორიას – პედაგოგი – მალხაზ გვარამაძე, დეკანოსი მამა მიქაელი; ვინაიდან სკოლაში სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა რელიგიების მიმდევარი მოსწავლეები სწავლობენ , საჭიროდ ჩავთვალეთ ამ საგნის სწავლება.
დასწრება სავალდებულოა: მეტყველების კულტურა, ერთი ციდა ეკონომიკა, საქართველოს მუსიკის, თეატრისა და კინოს ისტორია.
დასწრება ნებაყოფლობითია – რელიგიების ისტორია;
შეფასების ფორმა ყველა საგანში არის: – ჩათვლა.

მოსწავლეთა სპორტული თუ შემოქმედებითი ინტერესების განსახორციელებლად სკოლაში ფუნქციონირებს 4 წრე (ქართული ხალხური ცეკვების – პედაგოგი გიორგი ნანავა, მხატრული კითხვის – ირაკლი აზიკური, ხელბურთის – პედაგოგი ზაზა სამადაშვილი და გახანგრძლივებული სწავლების წრე – პედაგოგი დალი პეტრიაშვილი, თამარ დაუშვილი). მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ. ორი წრე ფასიანია. ხოლო ხელბურთელთა წრის სწავლება უფასოა სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის. რაც შეეხება გახანგრძლივებილი სწავლების წრეს- ის ფუნქციონირებს ყოველ დღე 12:00 – დან 16:00 საათამდე, სწავლება ფასიანია.